ავტორი:
ილია II
თემა:
წუთისოფელი
რამდენი წლისა ხარ? - ილია II
რამდენი წლისა ხარ? - ილია II
სულ ცოტა ხნის წინ ბავშვი იყავი და თანატოლებთან თამაშობდი, ახლა კი ოცი წლისას ცხოვრების გზა გაქვს ასარჩევი. ყრმობის ასაკმა ადრეული გაზაფხულივით სწრაფად გაიფრინა. თუ უკვე ორმოცისა ხარ, მაშ შენი მზე დასავლეთისკენ მიდრეკილა; ამის დამადასტურებელია ჭაღარა, თოვლივით ნელ-ნელა რომ ფარავს შენს თავს; რამდენი წლისა ხარ? თუ სამოცს გადასცდი და მალე სამოცდაათისაც გახდები, გახსოვდეს, მარადიულობის კარიბჭესთან დგახარ. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ... (ფს. 89, 10) - ამბობს დავით წინასწარმეტყველი.