ავტორი:
ილია II
ვინ ვიყავით და რად ვიქეცით!
ვინ ვიყავით და რად ვიქეცით!
დღეს ჩვენი მოვალეობაა, თვალი გავუსწოროთ რეალობას. შევჩერდეთ და ვიდრე ხვალისკენ მიმავალ გზას საბოლოოდ დავადგებოდეთ, დავფიქრდეთ, ვინ ვიყავით და რად ვიქეცით. დავფიქრდეთ, როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი, საით გვიბიძგებს ინსტინქტი და სინამდვილეში კი სად არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ბილიკი, რომელსაც ჩვენი სული დაეძებს?