ავტორი:
ილია II
მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც
„მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა „მართლმადიდებლობა“, ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.