ავტორი:
ილია II
ვინც ასე ფიქრობს, სიცოცხლეს საშინელ ტყუილად აქცევს!
ვინც ასე ფიქრობს, სიცოცხლეს საშინელ ტყუილად აქცევს!
ნუთუ ნებისმიერი თაობა (თუნდაც ნებისმიერი ინდივიდი) არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახალი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა ცვლად მისი შთამომავლობა მოვა?
ნუთუ პიროვნების, გვარის, ტომის, ერის არსებობა ნიშნავს უმიზნოდ მცხოვრები ადამიანების თუ თაობების ცვლას?
ვინც ამგვარად ფიქრობს და ცხოვრობს, მარადიული სიკვდილისთვის სწირავს თავს და ასეთი დამოკიდებულებით სიცოცხლეს საშინელ ტყუილად და დიდ უაზრობად აქცევს. ეს კი არის უდიდესი დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე.