ავტორი:
ილია II
ხორციელი სიამოვნებისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას!
ხორციელი სიამოვნებისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას!
თავისუფლებისთვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, - გვარიგებს მოციქული, - მაგრამ ხორციელი განცხრომისათვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას (გალ. 5, 13), რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს ხორცის საპირისპიროდ (გალ. 5, 17). ხორცის საქმენი აშკარაა; ესენია: სიძვა, უწმიდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება და სხვანი მისთანანი (გალ. 5, 19–21).