დაყოფა, განხეთქილება - ციტატები, გამონათქვამები
დაყოფა, განხეთქილება - ციტატები, გამონათქვამები დაყოფა, განხეთქილება, გამონათქვამები
ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთია... იხილეთ სრულად
მოულოდნელი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები, გადატრიალებები, ომები მეტად ართულებენ პიროვნებებს, ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, რაც შედეგად იწვევს პესიმიზმსა და გულგატეხილობას.
ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური... იხილეთ სრულად
ქართველი ერი არ დარჩება განხეთქილების, ამპარტავნების, ბოროტებისა და მწვალებლობის ტყვეობაში, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.