ავტორი:
ილია II
ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ,
ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, "რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს" (2 კორ. 4,14).
ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ დაემსგავსოს მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც საჭიროებს ისევ და ისევ ზევით აზიდვას, და რომლის შეჩერება და უკან დაბრუნება დიდ სულიერ დაძაბულობასა და სულიერ ტანჯვასთანაა დაკავშირებული.