სინერგია - ციტატები, გამონათქვამები
სინერგია - ციტატები, გამონათქვამები სინერგია, გამონათქვამები, ციტატები
ცხოვრება უნდა იყოს ერთარსი რწმენისა, ადამიანი კი - სიყვარულისა. იქ სადაც შინაგანი და გარეგანი ერთარსად არ არის ქცეული, სადაც არ არის შინაგანი სულიერი ერთობა ადამიანისა ღვთიურ სამყაროსთან, იქ არც სიყვარულია, იქ ყველაფერი გარეგანია,... იხილეთ სრულად
ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28); „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“ (ინ. 6, 35); „მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება“ (ინ. 10, 7. 9); „მე ვ... იხილეთ სრულად
ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სი... იხილეთ სრულად
ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.
მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, - ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება.
ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად.