ავტორი:
ილია II
თემა:
სინერგია
მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ (მთ. 11, 28); მე ვარ პური
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28); „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6, 35); „მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება“ (ინ. 8, 12); „მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“ (ინ. 15, 5-6); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14, 8). - რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები? - სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა.