ავტორი:
ილია II
თემა:
ადამი და ევა
ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ, მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან
ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ, მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან უშუალო კავშირი იყო მათი უმთავრესი მოთხოვნილებაც და ბედნიერების წყაროც.
ცოდვით დაცემის შემდგომ კი შეიცვალა მათი ბუნება, აღქმისა და აზროვნების წესი, რადგან უფლის სიყვარულით სავსე მათი გონება, გული და ნება შეიბილწა ბოროტი ძალის დაჯერებით და მისი ნების აღსრულებით.
ამიტომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათ დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა.