ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: საკუთარ თავზე მინდობა
26. ხოლო „გამოდნობილ კერპად“ გულისხმაყავი ჩვენი უძლური გონება, რომელიც ვიდრე ჯერ კიდევ უხმობს იესო ქრისტეს უკეთურების სულთა წინააღმდეგ, ადვილად დევნის მათ და დახელოვნებული ოსტატობით ამარცხებს მტრის უხილავ და მებრძოლ ძალებს, მაგრამ რაჟამს იგი ყოვლითურთ თავის თავს მიენდობა უგუნურებით, ქვედაენარცხება იმ ფრინველივით, „სწრაფფრთიანს“ (შევარდენი) რომ ეძახიან. „ღმერთს სასოებდა, – ამობს, – ჩემი გული და შეწევნილ იქნა და აყვავილდა ჩემი ხორცი“ (ფს. 27.7). „და ვინ აღდგება ჩემთვის, გარდა უფლისა, და ვინ თანაშეებმის ჩემთვის უკეთურების მოქმედ ურიცხვ გულისზრახვებს?“ ხოლო თავის თავზე (და არა ღმერთზე) მინდობილი „დაეცემა უსაკვირველესი დაცემით“.