ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: მდუმარება
27. გულსმიერი მყუდროების სახედ და ნიმუშად, ჰოი ადამიანო, მუდამჟამს იყოს შენთვის, თუკი გსურს იღვაწო, პატარა მწერის – ობობას მაგალითი, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშ ჯერაც არ გქონია, როგორც საჭიროა, მყუდროება გონებისა. ობობა პატარა ბუზებზე ნადირობს, შენ კი, თუ ამგვარადვე მყუდროებ, დამაშვრალი თვით შენს სულში (ობობასთან პარალელი იმას გულისხმობს, რომ ეს მწერი, მიუხედავად მუდმივი შრომა–გარჯისა ანუ დამაშვრალობისა, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს და მდუმარებაშია, მყუდრორებაშია, რასაც უნდა ემსგავსოს სულიერად მოღვაწე), ნუ დაცხრები ბაბილონელ ყრმათა (ე.ი. უკეთურების ნაშიერთა, უკეთურ გულისზრახვათა) ამოწყვეტისგან, რომ ამგვარი მკვლელობის გამო ნეტარგყოს შენ სულიწმინდამ დავითის პირით (შდრ. „ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა“ (ფს. 136.9).