თემა: სულიერი ბრძოლა

30. ამასთან, ესეც საცოდნელია სწავლისმოყვარეთათვის, რომ მოშურნე ეშმაკები ზოგჯერ ფარავენ კიდეც ჩვენგან და ანელებენ გონით ბრძოლას, რადგან ამ საშინელთ ენანებათ ჩვენთვის ის სარგებელი, ის ცოდნა და ის აღმასვლა ღვთისკენ, რასაც ბრძოლისგან ვიძენთ; ამასთან, მიზნად აქვთ, რომ მოვმედგრდებით რა (ე.ი. როდესაც მოვეშვებით – გვგონია რა, რომ გავიმარჯვეთ ბრძოლაში და აღარ ველით მტრის შემოტევებს, მოვუძლურდებით, მოვადუნებთ ყურადღებას, მცონარენი და უზრუნველნი გავხდებით), ანაზდეულად წარიტაცონ ჩვენი გონება და კვლავ უყურადღებონი გაგვხადონ გონებრივად. მართლაც, სწორედ ის დაუცხრომელი მიზანი აქვთ მათ და ის საბრძოლველი აწუხებთ, რომ არ დაანებონ ჩვენს გულს, მოიკრიბოს მან ყურადღება, იციან რა ის სიმდიდრე, ამ გზით რომ სული იხვეჭს. მაგრამ ასეთ დროს ჩვენ უფალ იესო ქრისტეს ხსოვნით წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ და ბრძოლაც კვლავ შემოადგება გონებას, ვიტყვი კი, რომ თავად უფლისმიერი შეგონებით და დიდი სიმდაბლით, – მხოლოდ ასე, – უნდა აღვასრულებდეთ ყოველივეს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები