ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გულის განწმენდა
104. სჩვევია გულს, რომელიც დღენიადაგ დაცულია და არ ეძლევა ნებართვა, რომ შეიწყნაროს ბნელი და უკეთური სულების დასახულობანი, ხატნი და წარმოსახვანი, თავისი თავისგან წარმოშვას ნათელსხივოსანი გულისზრახვები, რადგან ისევე როგორც ნაკვერცხალი შობს ალს, ამგვარადვე, ბევრად მეტად, წმინდა ნათლისღებისგან გულში დამკვიდრებული ღმერთი, თუკი იგი ჰპოვებს ჩვენი გონების ჰაერს განწმენდილს უკეთურების ქართაგან და დაცულს გონებისეული გუშაგობით, ჭვრეტათა მიმართ აღანთებს ჩვენს გონითობას, როგორც ალი – ცვილის სანთელს.