ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
105. გვმართებს, რომ დღენიადაგ მიმოვაქცევდეთ ჩვენი გულის სივრცეში იესო ქრისტეს სახელს, ისევე როგორც ელვა მიმოიქცევა სამყაროს ჰაერში, როდესაც წვიმის წამოსვლაა მოსალოდნელი, რადგან ესეც იციან ზედმიწევნით იმათ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება გონებისა და შინაგანი ბრძოლისა. ამიტომ, ომის წესებით უნდა წარვმართოთ გონითი ბრძოლა: პირველად – ყურადღება; შემდეგ, შევიცნობთ რა მტრული გულისზრახვის მოახლოებას, მრისხანედ განვგმიროთ იგი გულისმიერი წყევლის სიტყვებით, მესამედ კი ის წესი იყოს, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მის წინააღმდეგ ლოცვა და იესო ქრისტეს ხმობისკენ მივაქციოთ გული, რათა ანაზდეულად განადგურდეს ეშმაკეული ხატება, რათა წარმოსახვას არ მიჰყვეს გონება და არ აღმოჩნდეს იგი ბავშვისებრ ცთუნებული ვინმე ცრუსასწაულთმოქმედისგან.