ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
103. გვმართებს ვიღვაწოთ სანუკვართა დასაცავად, ხოლო ჭეშმარიტად სანუკვარია ყოველივე ის, რაც გვიცავს ნებისმიერი გრძნობადი და გონითი ბოროტებისგან. ესაა: დაცულობა გონებისა იესო ქრისტეს ხმობასთან ერთად, ისევე როგორც – მარადის გულის სიღრმისკენ ჭვრეტა და გონებითად დღენიადაგ მყუდროებაში ყოფნა, – ვიტყვი ასე, – თვით იმ გულისზრახვებისგანაც, ჯეროვანნი რომ ჩანან, აგრეთვე – გულმოდგინება იმისთვის, რომ დავცარიელდეთ გულისზრახვებისგან, რათა შეუმჩნეველნი არ დარჩნენ ქურდები, და თუმცა კი მოთმინედ დავშვრებით გულით, ახლოსაა ნუგეში.