წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ადამიანი

ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ

ცხოვრებასა კაცისასა აქვს ორი კერძო: ერთი შინაგანი უხილავი, მეორე გარეგანი ხილული. პირველსა შეადგენენ ყოველნი სულიერნი თვისებანი და მოქმედებანი კაცისანი, ესე იგი ჰაზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილებანი, სიყვარული ანუ სიძულვილი, მხიარულება ანუ მწუხარება, ერთი სიტყვით, ყოველი, რასაც კაცი ბრძნობს გულსა შინა თვისსა. ხოლო მეორე არის ყოველი ხილული მოქმედება კაცისა: ლაპარაკი, მოძრაობა და სხვანი გარეგანნი მოქმედებანი. ცხად არს, რომელ ყოველი გარეგანი მოქმედება კაცისა და მრთელი მისი გარეგანი ხილული ცხოვრება დამოკიდებულ–არიან შინაგანთა თვისებათა ზედა მისის სულისათა, ესე იგი ყოველნი საქმენი კაცისანი არიან ესრეთნი, ვითარნიცა არიან მისნი სულიერნი თვისებანი და მიდრეკილებანი, ვინაიდგან კაცი მხოლოდ იმას იქმს და გამოაჩენს, რაიცა აქვს გულსა და გონებასა შინა.
 
თემატური კითხვები
0