წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

გარნა ოდესცა მაცხოვარი გვეტყვის: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, მიიღეთ და შედით სასუფეველსა შინა

გარნა ოდესცა მაცხოვარი გვეტყვის: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, მიიღეთ და შედით სასუფეველსა შინა ღვთისასა, ამით გვასწავებს ჩვენ, რათა დაუმორჩილოთ გული და სული ჩვენი სახარებასა ღვთისასა. რათა ყოველი შინაგანი ცხოვრება სულისა იყოს დაწყობილი მზგვასად მცნებათა სახარებისათა, ჰაზრნი და სურვილნი, თვისებანი და მიდრეკილებანი, სიყვარული და სიძულვილი, ყოველივე დაემორჩილოს სიტყვასა ღვთისასა. გარნა ოდესცა შინაგანი ყოველი ჩვენი ცხოვრება დაემორჩილება სახარებასა, მაშინ გარეგანნიცა მოქმედებანი ჩვენნი იქმნებიან კეთილ, მაშინ მრთელი ჩვენი არსება შევა სასუფეველსა შინა ღვთისასა.
 
0