
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და
ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. მაშინ აღიყვანა მაცდუნებელმან იესო მაღალსა სართულსა, ანუ სახურავსა ტაძრისასა და უთხრა მას: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. გარნა ვერცა ამპარტავანება იპოვა მაცდურმან გულსა შინა მაცხოვარისასა. წერილ არს, უპასუხა მაცხოვარმან: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. აქედგანაც ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ თუ მეტად თავის მომწონე ხარ, დიდი გული გაქვს და დიდი ჰაზრი შენს თავზე, მაცდური ისარგებლებს ამით და შთაგაგდებს რომელსამე ცოდვასა შინა სწორეთ ამის მსგავსი გამოცდა იქმნება ეშმაკისაგან, უკეთუ ერთმან ვინმემ იფიქრა თავის გულში: მე დიდი კაცის შვილი ვარო, ბევრი ყმები მყვანან, ჩემთვის სირცხვილია შრომა და მუშაობა; ანუ ვინმემ თუ იფიქრა, მე მდიდარი ვარ, საჭირო არ არის ჩემთვის მუშაობა; ანუ სხვამ ვინმემ იფიქრა, მადლობა ღმერთს მე წმიდათ ვატარებ ჩემ ცხოვრებას, ჩემში მტერი ვერ ნახავს სიცუდესა, ყოველი ესრეთი ჰაზრი ადგილს აძლევს ეშმაკსა მიახლებად და გამოცდად კაცისა.
|