წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა მარხვა და მზადება, მობრუნდა იორდანის კერძოდ და მუნ იწყო

დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა მარხვა და მზადება, მობრუნდა იორდანის კერძოდ და მუნ იწყო ქადაგება და სწავლა: მიერითგან იწყო იესომ ქადაგება და სიტყვად: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველი სიტყვა მაცხოვარისა იყო სასუფეველსა ზედა ცათასა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. სასუფეველი ცათა, ვითარცა აღხსნის მრავალგზის საღმრთო წერილი, არის სუფევა ანუ დამკვიდრება და უფლება კაცთა შორის ჭეშმარიტისა, მშვიდობისა და უმეტესად სიყვარულისა, ერთის სიტყვით, ოდეს კაცთა შორის ნაცვლად ცოდვისა ჰსუფევს და მოქმედებს მადლი და ჭეშმარიტება.
 
0