წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო მეზვერე იგი შორს სდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა:

"ხოლო მეზვერე იგი შორს სდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკ. 18.13). ცხად არს, თუ ვითარითა სიმდაბლითა, გრძნობითა და შემუსვრილითა გულითა ლოცულობდა მეზვერე იგი; იმან შეიგნო თვისი მდგომარეობა, იგი აღარ ატყუებდა თავის თავს. ვინ იცის, იქმნება, ისიც კი ორგზის იმარხვიდა, ვითარცა ფარისეველი შაბათსა; უკეთუ იგიც ათეულს აძლევდა მონაგებისაგან თვისისა, ვინაიდგან იგიცა იყო ურია; ხოლო ურიანი მტკიცედ აღასრულებდნენ ესრეთთა მცნებათა. გარნა როგორღა გაახსოვდებოდნენ მას ესრეთნი ფუჭნი საქმენი, ვინაიდგან გული მისი იყო შემუსვრილი, მას ახსოვდა მხოლოდ თვისი უღირსება და თვისი ცოდვა.
 
თემატური კითხვები
0