წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად

ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალია, რომელ ყოველთა მცხოვრებთა ჩვენის ქვეყანისათა, ვიწყოთ დაბალის ხალხისაგან ვიდრე აზნაურთ და თავადთადმდე, აქვსთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზობა, ვიდრე სხვათა კავკასიის მცხოვრებთა, გარნა ისიც უნდა აღვიაროთ, რომელ ამ ზრდილობას და თავაზიანობასა ხშირად გაერევა ფარისევლობა. ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად.
 
0