image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

"უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი" (მათე 6.14). ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძნობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რაოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთიერთსა და მიუტევეთ ცოდვანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები