image

თემა: მიტევება

უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა?: - "უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი" (მათე 6.14). მოძღვარა შენსა ვერ ძალუძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილიყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა; თუ საკმაო ყოფილიყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად, ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები