image

თემა: აღსარება

ვინც განუზრახველად და სიჩქარით იტყვის აღსარებასა, იგი ვერ მიიღებს მისგან დიდსა სულიერსა სარგებლობასა. აღსარებასა, ძმანო, დიდი მომზადება უნდა. ჩვენ ყოველნი ისრე ვფიქრობთ და ის ჩვეულება გვაქვს, რომელ აღსარების მქონებელმან მხოლოდ უნდა დაიმახსოვროს, რაც ცოდვა უქმნია, მერმეთ მივიდეს და უთხრას მღვდელსა და მიიღოს მისგან შენდობა, ეს საკმაო არა არის, ძმანო ჩემნო! აქ უმთავრესი საქმე ის არის, რომ შენ ეცადო და შეიტყო შინაგანი შენი მდგომარეობა; არა თუ მხოლოდ მოიგონო, რა ცოდვა გიქმნია, არამედ ისიც შეიტყო, თუ რა იყო მიზეზი შენის ცოდვისა, რომლისა წყაროისაგან გამოვიდა ცოდვა შენი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები