ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღსარება
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღბთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი.