ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
რისთვის ვხედავთ ჩვენ ამ ჩვენ ქვეყანაში, რომელ, თუმცა მრავალნი პირნი და თითქმის ყოველნი ფრიად გულმოდგინედ მარხულობენ, მტკიცედ ემზადებიან ზიარებასა და თითქმის ისრე მარხულობენ, რომ ზოგჯერ ავათ გახდებიან ნამეტნავის მარხულობისაგან, ზიარების შემდეგ არაფერს ცვლილებას და უმჯობესობას არ ნახავს კაცი მათ შორის? მისთვის, რომელ იგინი კარგად არ განიცდიან თავსა თვისსა და არ შეიტყობენ, რა უნდა გამოიცვალონ და რა უნდა მოიშალონ, ხოლო თქვენ, ძმანო, ეცადეთ, რათა უმჯობესნი შეიქმნეთ ამიერითგან სულიერად. ამინ.