
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 71]
თემა:
ღვთისაკენ სწრაფვა
ძმაო, შენ ისე არ აფასებ ღვთის წოდებასა, ვითარცა დააფასეს უბრალო მეთევზეთა (იგულსხმება მოციქულები,
ძმაო, შენ ისე არ აფასებ ღვთის წოდებასა, ვითარცა დააფასეს უბრალო მეთევზეთა (იგულსხმება მოციქულები, როცა მათ მოუწოდა ქრისტემ). მათ ისრე დააფასეს წოდება ღვთისა, რომელ არა თუ დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი, არამედ მშობელნი თვისი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესოდენსა მსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი ამ სოფლის საქმე და შეუდგე მხოლოდ ღვთის მსახურებასა. ესრეთსა მსხვერპლსა მოითხოვს ღმერთი მხოლოდ რომელთამე რჩეულთაგან. შენთვის ისიც საკმაო იქნება, რომ წოდება ღვთისა, მისი მსახურება და მორჩილება მიგაჩნდეს უდიდესად ყოველთა სხვათა სოფლის საქმეთა და არ დაივიწყო ეს სიტყვა მაცხოვრისა: „სული უფროს არს საზრდელისა და გვამი სამოსელისა“; ანუ ესე: „რა მიუზღოს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა“.
|