
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 74]
თემა:
წუთისოფლის სიძულვილი
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი
კაცი უნდა ებრძოდეს სოფელსა, რომელსა შინა იგი ხედავს მრავალთა ცოდვათა და ცუდთა მაგალითთა. სოფელი კაცსა მიიზიდავს ყოველთვის ცოდვისადმი და იგი ყოველთვის უნდა წინა აღუდგეს სოფელსა; გარნა თუ ვითარ ძნელ არს ბრძოლა სოფლისა, ესეც დაგვიმტკიცეს მრავალთა წმიდათა; იგინი მისთვის დასტოვებდენ სოფელსა და გავიდოდენ უდაბნოდ, რომელ, თუმცა იყვნენ მტკიცენი და ძლიერნი სულითა, გარნა მაინც ეშინოდათ სოფლისა.
|