ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
მართალია ეკლესიამ კი გამცნო მარხვა, ესე იგი დატევება დროებით ხორცისა, გარნა რისთვის? მისთვის, რათა მოუძლურდეს დაძველებული ცოდვა, სხეულსა შინა შენსა მყოფი. ხოლო შენ, თუმცა ხორცის ჭამას უარყოფ, გარნა უწინდელსა ცოდვასა და ცუდსა ჩვეულებასა არ ივიწყებ . არა, ძმანო ჩემნო, საჭმლის გამოცვლით არ სცხოვნდება კაცი, არამედ ცუდი ყოფა– ქცევის გამოცვლით, ცოდვის უარისყოფით. ამას ვეძებდეთ და ამის მსურველნი ვიყვნეთ მარადის, რომელსა შინა ღმერთი იყოს შემწე ჩვენი. ამინ.