
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 82]
თემა:
საკუთარი თავის შეცნობა
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რავდენ მყრალას ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არმედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა ცუდთა თვისებათა და მიდრეკილებათა და მეორეს მხრით წარმოდგენა იმ სიწმინდისა და სათნოებისა, რომელსა ღმერთი ითხოვს შენგან.
|