წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

არა არს კურნება ხორცთა ჩემთა, პირისაგან რისხვისა შენისა; არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა, პირისაგან

„არა არს კურნება ხორცთა ჩემთა, პირისაგან რისხვისა შენისა; არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა, პირისაგან ცოდვათა ჩემთასა. უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ტვირთი მძიმე დამიმძიმდა ჩემზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; დავგლახაკდი და დავმდაბდი ფრიად, თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგვემთაგან“ – ესრეთ ხმობდა ოდესმე დავით წინასწარმეტყველი. თუ დავით წინასწარმეტყველი ამას იტყოდა თავის თავზე, რაღა უნდა ვსთქვათ ჩვენ, ასწილ უწმინდურესთა და უცოდვილესთა. „ფერხთა, ვიდრე თავამდე, არა არს მის შორის სიმრთელე“ – ხმობდა ისაია წინასარმეტყველი ურიათა ზედა – „ყოველივე წყლული, ნაგვემი გასივებული, არა არს სალბუნი დასადებად, არცა ზეთი, არცა შესაკერავი“. ვინ იცის, თუ ამაზე უარესს არ იტყოდა იგი ჩვენზედ, რომ გაეშინჯდა ჩვენი მდგომარეობა.
 
თემატური კითხვები
0