
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 107]
თემა:
ცოლი
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა.
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისრეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება.
|