
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სინანული
რას ნიშნავს ძმანო ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ ცუდთა შენთა თვისებათა? მიზეზი ამისა ის არის, ძმანო ჩემნო, რომ ანგარიშს არ აძლევ შენს თავს, არ განიკითხავ და არ გამოიკვლევ შენსა სულიერსა მდგომარეობასა, არ ჰკითხავ შენს თავს: შეგეძინა მადლი თუ დაგაკლდა, უმჯობესი შეიქმნები შენ სულიერად ანუ უარესი.