
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ზიარება
მართლმადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყანაში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდესაც ამ სახით მოემზადებიან და მიიღებენ წმიდასა ზიარებასა და გავა თვით მოკლე დრო, ვნახავთ რომელ ესრეთ მონანულნი და განწმენდილნი სრულიად ისრეთნივე დაშთნენ, ვითარნიცა იყვნენ უწინ, იგინი სრულიად არ გამოიცვალნენ ყოფაქცევითა, უმჯობესნი არ შეიქმნენ;