
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღსარება
„ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3). ისუ ზირაქი გვეტყვის, რომ აღსარებად ცოდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფერბლად ჩემდა, რომელ ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთთა ქრისტიანთა სცხვენიათ ანუ ეშინიათ აღსარება ცოდვათა. სნეულმა კაცმა ექიმს რომ არ უთხრას რა სტკივა, – აბა მოსძულებია მას სიცოცხლე და სიკვდილი სდომებია. თუ ეს კაცი ემზადება, ლოცულობს, ღმერთს შენდობას ჰსთხოვს, როგორღა უნდა დაუმალოს მან მოძღვარს ცოდვა თვისი. რაღა დროს სირცხვილია მაშინ. სირცხვილი და შიში მაშინ უნდა ჰქონოდა, როდესაც ცოდვას იქმოდა და არა მაშინ, როდესაც აღსარებად მიდის.