ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
მარხულობა, ანუ საჭმლის მოკლება თავის თავად უსარგებლოა, თუ კი არ არის შეერთებული და მომყვანი სხვათა ჭეშმარიტთა სათნოებათა. მარხვა მხოლოდ ანუ მაშინ არის სასარგებლო და მადლით შემოსილი, როდესაც იგი არის ჭეშმარიტი ნიშანი შინაგანისა შენისა გულის გრძნობისა, ესე იგი მგლოვარებისა, მწუხარებისა, შემუსვრილისა და დამდაბლებულისა სულისა; ანუ მაშინ, როდესაც თვით იგი გააჩენს გულში ესრეთთა კეთილთა გრძნობათა. თუ ესენი არა გაქვს მწუხარება შენისა უღირსებისა და მრავალთა შენთა ცოდვათა, მაშინ უსარგებლო დარჩება შენი მარხულობა. ამისათვის ეცადე, რომ მარხვა შენი შეერთებულ იყოს ჭეშმარიტისა გულითადის მწუხარებისა და ცოდვათა მონანებისა თანა.