image

თემა: ღვაწლი

გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი უნდა ჰქონდეს შენსა მარხვასა, ლოცვასა, აღსარების თქმასა? რით უნდა გათავდეს ესოდენი თქვენი შრომა, მოთმინება, ყოველი ნუგეშისაგან განშორება, გლოვა, სულთქმა, ცრემლი, თუ კი ღმერთმა მისცა ვისმეს ცრემლი? ერთის სიტყვით, რას მოველით, რისთვის მივიღბთ ჩვენს თავზე ესოდენსა მოღვაწებასა? ბოლო, ანუ საგანი, ამის ყოვლისა უნდა იყოს ეს: „მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა, სიძვა, არა წმიდება, ვნება, გულისთქმა ბოროტი... განიშორეთ ყოველივე რისხვა, უკეთურება, გმობა, უშვერი სიტყვა... შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერება, მსგავსად ხატისა მის დიდებულებისა მისისა“. ეს არის ბოლო ჩვენისა მოღვაწებისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები