არის წამალი, მაგრამ ყველანი რომ სწორედ ვერ ვეწყობით იმ საკვირველს წამალსა? ვაიმე, ძალიან

არის წამალი, მაგრამ ყველანი რომ სწორედ ვერ ვეწყობით იმ საკვირველს წამალსა? ვაიმე, ძალიან გაგვიჭირდება და ვინ გვილხინოს?! არის წამალი ადვილად მალხინებელი და მაცხოვნებელი - სრულის სარწმუნოების ქონება და ხორციელი სიწმინდე და მოწყალება. ეს არის, რომ ხორციელის ცოდვას ერიდებოდეს და მოწყალებას ეწყობოდეს ყოვლის სულითა და გულითა. და ამაებს რომ ყველანი ვერ ვებეჯითებით? ესენი არიან მახლობელნი ყმანი ღვთისანი, პირველნი და ძლიერნი ბევრის შემძლებელნი ვეზირნი ყოვლისა მპყრობელისა ღვთისაისანი. ამათ აცხოვნესს ყოველნი ღვთის წმიდანი. ამათ აცხოვნეს პირველნი და დიდი მცოდველნი: მეზვერე, მეძავი, ქანანელი, უძღები, კეთროვანი, კერპთმსახურთაგანი მრავალნი და ურიცხვნი. ქრისტიანებში ვინც ამას არ შეიტკბობს, სიწმინდესა და უფრო - მოწყალებასა, გონებას ვერ მოეგება, ღმერთს ვერ გაიცნობს კაცი, პატივისცემა არ ეცოდინება, ბატონს ვერ უერთგულებს, ყველასაგან სარიდი სდა საძრახი კაცი იქნება, ყველათაგან თითით საჩვენებელი, მყრალი და საძაგელი უნდა იყოს. და როგორც კაცნი გვერიდებიან, ისე თვით ღმერთი და ამისნი ყოველნი წმიდანნი. ყოველს მეძავსა და მემრუშესა, და მეტადრე უწყალოსა და ნაწლევ შემწვარსა, ნურც ქრისტიანობა უხარიან, ნურც ცხოვნებისა და ღვთისაიგან შეწყალებისა იმედი რამა აქვს. ვერცარა კარგს რასმე ეღირსება და ვერცარას შეესწრება. ანასდის სიკვდილისაგან მოტაცებას ყოველთვის მოელოდეს და საუკუნოდ წარწყმედასა და ღვთისაგან წყევლასა და შეჩვენებასა იმედსობდეს.
 
0