მაშინ ღვთის კაცთმოყვარება მრისხანედ მოსამართლედ შეიცვლება, ღვთის მოწყალება მართლმსაჯულებად

მაშინ ღვთის კაცთმოყვარება მრისხანედ მოსამართლედ შეიცვლება, ღვთის მოწყალება მართლმსაჯულებად გადაგვექცევა, ღვთის სიტკბოება - მამხილებელათა და იმისი ყოვლად წმიდაი სახარება შემასმენელათ წარმოგვიდგება. და რომ თვისით მოყვარებით ახლა ყველას გვითმობს და თავსიდებს ყველას ჩვენსა, როგორც ტკბილი ღმერთი და ჩვენის მოქცევის მომლოდინე სულგრძელებით, მაშინ გულისწყრომით მტრულად თავს დაგვესხმის. ჩვენთვის ქრისტეს ვნება და ჯვარი ჩვენის დაფარულების საძაგელებაებს გამოჰფენენ და წამოაყენებენ სასტიკად მხილებითა, დასჯითა და მხილებითა, დასჯითა და ყვედრებითა და თავს დასხმითა: "აქა და იქი რომ ასე იქმოდითო?" ვაი უბედურებს! ხომ ასე გვეგონა, ვითომც რომ მალვითა და ფარულად და საიდუმლოდ დილის გაფრთხილებით ვშვრებოდით. და მაშინ იქა ყოველა ადამის ნათესავთ ესმით და წუხან, და მაღლის ხმით ყვირიან. და ამისთანა დღე გათენებას გვიპირებს და საუკუნოდაც ასე უნდა იყვირონ, ჟამთა შინა საუკუნეთა ჩვენად დასასჯელად, რომ ღმერთი განმართლდებოდეს და ჩვენ სამართლიანის სიმართლითა უდასასრულოთ ვისარჯებოდეთ! ღმერთი იდიდებისმეტყველებოდეს და ჩვენ ეშმაკებთან ვიტანჯებოდეთ! ის ექებოდეს და ჩვენ ვიწერტებოდეთ! ის როგორც მართალი და წმიდაი, განსხრებოდეს და იშვებდეს და მოცხრებოდეს წარწმედასა ჩვენსა ზედა და ჩვენ გვემატებოდეს პირველის სიკვდილის შემდგომად მეორე სიკვდილი, უძვინვარესად და უსასტიკეს დამსჯელი და არა განმლეველი, მომკვლელი და არ უჩინო მყოფელი, სულითა და ხორცით მტანჯველი და არარად გადამქცეველი! და, ვაი, რა ბეჯითად დაუწყებთ ხვეწნასა და მოპატიჟებასა სიკვდილსა: "სადა ხარ სიკვდილო, საალერსოდ სტუმარო!", მაგრამ სადღა სჩანს. მხლებლების მატლაკვეცას გოგოსავით სადღაც გაპარულა, მოსპობილა, უჩინო ქმნილა და თუ სრულებით არარა არა არსად მოქცეულა. და ამით რომ არღარა გვეშველება რა, მაშინ: - მთანო, სადა ხართო, დამეცენით ჩვენ და, კლდენო, დამფარენით ჩვენ! - და არცარა რამ ამით გვეხაიშნება".
 
3