ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მემთვრალეობა
ამისთვის იტყვის მოციქული: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისაგან არს სიბილწე”. ჰოი საყვარელნო, ისმინეთ
ამისთვის იტყვის მოციქული: “ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისაგან არს სიბილწე”.
ჰოი საყვარელნო, ისმინეთ მოციქულისა და ნუ დაითვრებით ღვინითა! და ნუცაღა დაითვრებით უღვინოდ, რამეთუ უღვნინოდ სიმთვრალე უძვირეს არს ღვინითა სიმთვრალესა. ღვინისა სიმთვრალე იქმნების ექვს ჟამ ოდენ, ხოლო ბოროტტრფიალებისა სიმთვრალე – მარადის დღე და ღამე. ღვინისა სიმთვრალე მცირედ ჟამს მიუღებს ცნობასა, ხოლო ბოროტ გულისთქმათა სიმთვრალე სრულობით განაცოფებს კაცსა, რომელსამე ჟამსა დაამდაბლებს, ხოლო ამპარტავნებისა სიმთვრალე სიმაღლისაგნ ქვე ჩამოაგდებს, ვითარცა ზეცის მიერ ეშმაკთა. ღვინისა სიმთვრალისა ნდომა მრავალგზის აღემატების და მრავალგზის მოაკლების, ხოლო თვისისა ნდომისა სიმთვრალისა მიდევნება არცა წუთსა ერთსა მოაკლდების, არამედ შობს ცოდვასა. ღვინისა სიმთვრალისა მრისხანება ადრე მომშვიდდების, ხოლო რისხვისა სიმთვრალე იქმს კაცისა კლვასა, ანუ ბრძოლასა, ანუ გინებასა.
|