ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მემთვრალეობა
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა სიკვდილსა ზედა იოანე ნათლისმცემელისასა. ხოლო თქვენ მწუხარე იქმენით და ჰგოდებდეთ სულისა თქვენისა სიკვდილისათვის, რამეთუ სიმთვრალე მოჰკლავს, ჰეროდე ზღვაობდა სერსა მას ზედა მოხსენებისათვის შობისა თვისისა ჰკვლიდა ნათლისმცემელსა, ხოლო შენ ოდეს გენებოს სერი, ნუ ღვინითა მთვრალობისათვის იხარებ, ნუცა შობისა შენისათვის, ზღვაობად მოიხსენე შობა შენი და სულთქმიდი, რამეთუ წმიდა იშევ და შემდგომად ცოდვისა შეიბილწე.
ამისთვისცა ნუ იხარებ მგოსნითა და მროკავითა, ნუცა ღვინითა და ღვინოდ სიმთვრალითა, რამეთუ მოკვდავი ხარ. და იტყოდე ვითარცა იობ: “შიშველი მოვედ და შიშველი წარვალ”, და იხსენებდე დღესა მას სასჯელისასა, სადა არღარა სარგებელ გეყოს სოფლისა ამის შვებანი.
და უხმარ და წარმწყმედელ არს სიმთვრალე და ღვინის სმა.
|