ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მემთვრალეობა
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და
საყვარელნო, ამით სცანთ სიბოროტე მემთვრალობისა, ვინათგან ყოველთავე სჯულთა და წესთა განრყვნის, და ღმრთისა საძულველ არს, და ქრისტეს პატიოსნის სისხლით მოსყიდულსა სულსა თქვენსა ბოყინსა და ნათხევარსა ზედა განჰიყის, და საწუთოსა ამას სოფელსა შინა ესეოდენსა სავაებოსა მოსცემს: დააგლახაკებს, დაასნეულებს, მეფეთა და მოყვასთაგან განაშორებს, საყვარელთა ცოლთა და შვილთა მოაძულებს. ამისსა ფასსა რასა სარგებელს გიყოფს მემთვრალეობა, ანუ რამე კეთილისა ძალუც შეძინებად, მითხარ მე?
|