ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ

ჰეე, ღმერთმან დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებელად და ხორცთა სასიმრთელოდ, არათუ სამთვრალოდ და გასაშმაგებელად და სასნეულოდ და სასიკვდილოდ. ღმრთისაგან თქვენთვის სიმრთელის წამალსა ესოდენსა შესვამთ, სტომაქმან ვერ დაიტიოს და სენად გარდაგექცესთ და თვით თავისა თვისისა მკვლელნი ბოროტად მოსწყდეთ. ჰეე, ღვინო დაბადა ღმერთმან ლხინისათვის, არათუ ჭირისათვის. მემეთვრალენი ვინაითდან ლხინად უხმობენ, იგი არათუ ლხინი არს, არამედ უფროისად ჭირი და ვაება. მაშინ არს უწესური ჭამა, უნებური სმა, შეუგვანი წარსაგებელი, ამაო საუბარი, უშვერი სიცილი, ურცხვინო ალერსი, ბილწი სიმღერა, ბოროტი როკვა
 
თემატური კითხვები
0