
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
მეცნიერება
არიან მეცნიერნი ცალმხრივნი, რომელთა შეისწავლეს მხოლოდ სტიხიონთა ძალები რაოდენად მაინც, მაგრამ თავის
არიან მეცნიერნი ცალმხრივნი, რომელთა შეისწავლეს მხოლოდ სტიხიონთა ძალები რაოდენად მაინც, მაგრამ თავის სულიერ ძალების შემეცნებაში დიდ ნაკლულევანებას იჩენენ. ამისთვის იგინი ცალი თვალით ვლენან და ვერ ხედვან სისწორით და სისრულით სწავლა-მეცნიერების არსებითს გვამს, რამეთუ სამოსელსა ებღაუჭებიან და შინაგანის კაცისა აღსავალი ვერ ცნეს. სწავლული, რომელიც ზნეობრივად სულიერ სიმაღლეს, სიმართლეს, გულმშვიდობას, კაცთმოყვარეობას, მოწყალებას, სიწმიდეს არ აქცევს ყურადღებას, მას დაუფლვია მისი მეცნიერება მწირეში და რა ვსთქვათ, ნუ თუ გმობა არ იქნება და ცრუ ფარისევლად არ გამოვჩნდებით ჭეშმარიტების წინაშე, რომ ასეთ სწავლულთა უწოდოთ განათლებული?
|