ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
მოთმინება
მოთმინებას, როგორც ყოველივე სიკეთეს, ადამიანი უნდა სწავლობდე, ეჩვეოდე. მოთმინება რომ მოიპოვო,
მოთმინებას, როგორც ყოველივე სიკეთეს, ადამიანი უნდა სწავლობდე, ეჩვეოდე. მოთმინება რომ მოიპოვო, არავითარი შრომა, მცირე იქნება იგი თუ დიდი, არ უნდა დატოვო, და არც არავითარი ძნელი მდგომარეობა ბოლომდე მიუყვანელი, თუ გინდა, რომ დასკვნით შედეგს მიაღწიო. ავიღოთ მაგალითისათვის ერთი ცვარი წყლისა, რომელიც თავისთავად სულ მცირემნიშვნელოვანი რამ არის. მაგრამ თუ იგი სიმაღლიდან განუწყვეტლად ერთსა და იმავე წერტილზე ეცემა, თუნდაც რომ იგი კლდე იყოს მას მაინც აუცილებლად გახვრეტს. სწორედ ასეთივე მნიშვნელოვანი მიღწევის მოქმედებას იჩენს ჭირსა შინა მყოფი მომთმენი ადამიანი.
განსაცდელში და საცთურში რომ არ ჩავარდეს ქრისტიანი ადამიანი, ამისათვის საჭიროა გონიერების მიმართვა ღირსეულ საგნებზე, და გულში კეთილმსახური გრძნობის აღძვრა ღვთისადმი ლოცვით.
უნდა მოიგონო მოთმინების მაგალითები წმინდა მოღვაწეების და პირველ რიგში თვით ქრისტე მაცხოვრისა. როდესაც წმინდანები ავადმყოფობას, ან სხვა რაიმე გასაჭირს განიცდიდნენ, იმას ისინი ისე განიცდიდნენ, იმას ისინი ისე უყურებდნენ, როგორც დიდ ღვთის მოწყალებას, ღვთისაგან დაშვებულს და ამიტომ უფრო სულისმარგებელს ყოველ თვითნებურ ღვაწლთან შედარებით. მოთმინება მეტად სახსნელია სულისათვის.
ამრიგად, საყვარელნო, ჩვენი საუბარი დავაბოლოოთ მოციქული პავლეს დარიგებით, რომელიც ყოველ მორწმუნე ქრისტეანს მიეკუთვნება: მოთმინებით ვრბოდეთ წინაგამზადებულსა მას ჩვენსა ღვაწლსა, და ცვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარს და სრულყოფის მოქმედს – იესოს, რომელმაც წინაგანმზადებულისა მის წილ სიხარულისა გამო, დაითმინა ჯვარი და მარჯვენით საყდართა ღვთისათა დასჯდა (ებრ. 12, 1-2). ამინ.
|