ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
მორჩილება
მორჩილების სათნოება რომ აღსრულდეს, აუცილებელია ჯერ მასში მოძღვრისა და შემდგომ სულიერი შვილის
მორჩილების სათნოება რომ აღსრულდეს, აუცილებელია ჯერ მასში მოძღვრისა და შემდგომ სულიერი შვილის განსწავლა. ეს ნიშანდობლივია, რადგამ წმიდა წერილის სულისკვეთება გვახსენებს: იმას, რაც სათნოებად იწოდება და მიგვაჩნია, რომ მოსაპოვებელი გვაქვს, სჭირდება შესწავლა, შემდგომ ამისა – შესწავლილისა და შეთვისებულის სულგრძელობით აღსრულება. მაშასადამე, მორჩილება ნიშნავს უფლის მცნებების აღსრულებაში ჩVენს დამორჩილებას, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვიპოვებთ უფლის სიყვარულს. იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, საჭიროა, მოძღვრად დადგინებულს სრულიად გააზრებული და გათავისებული ჰქონდეს მორჩილების არსიცა და მიზანიც, რათა შედგეს მორწმუნის სურვილის აღსრულება, დამორჩილდეს უფალს და სათნო იყოს მისთვის. მორჩილებისათვის მომართული მორწუნე უნდა აცნობიერებდეს აგრეთვე მოძღვართან ურთიერთობაში მისდამი მინდობისა და თვინიერი მოპყრობის აუცილებლობას. უფლისმიერი აღთქმა ცხონების ჩვენდამი მონიჭებაში სისავსით მოიცავს მოძღვრისა და სულიერი შვილის ისეთ ჰარმონიულ ურთიერთობას მორჩილების სულის მოსაპოვებლად, სადაც ტვირთისაგან გათავისუფლება მხოლოდ შედეგია.
|