არასწორია, როდესაც ვინმე თავისუფალი ნების დათრგუნვას მორჩილებას უწოდებს. მორჩილება თავისუფალი ნების

არასწორია, როდესაც ვინმე თავისუფალი ნების დათრგუნვას მორჩილებას უწოდებს. მორჩილება თავისუფალი ნების დათრგუნვას კი არ ეწოდება, არამედ ამ ნების წარმართვას დამორჩილებისაკენ. სწორედ ამის სწავლას ავითარებს სამონასტრო ცხოვრება არსობრივად, რამეთუ სიკეთეა თავისუფალი ნებაც და საღმრთო მორჩილებაც. მიზანი ამ ორი სიკეთის ერთმანეთთან დაკავშირებაა. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ მთელი ჩვენი მოვალეობა იმ ნებელობის ჩახშობა ყოფილა, რომლის დამფუძნებელიც თავად უფალია. წმიდა წერილი გავსწავლის, რომ პიროვნება პიროვნებისგან თავისუფლდება, რაც გულისხმობს, რომ საკუთარი თავის ტყვეობისგან განთავისუფლებას, ისე ნებისმიერი კაცთაგანისგან “უტყვედქმნილობას”. მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების მიზანსწრაფვა მხოლოდ უფალში ტყვეობისაკენ უნდა იყოს მიმართული. რამეთუ ბრძანებს უფალი: “უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს”. არის ვინმე კაცთაგანი, რომელსაც ეყოფა გამბედაობა უფლის სიტყვათა მსგავსის სათქმელად?!.
 
თემატური კითხვები
0