არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ერთი წმიდა ბერი იყო და ერთი მორჩილი ჰყავდა. ამ ბერმა უთხრა მორჩილს, - წადი ბაღში და კომბოსტოს ჩითილი

ერთი წმიდა ბერი იყო და ერთი მორჩილი ჰყავდა. ამ ბერმა უთხრა მორჩილს, - წადი ბაღში და კომბოსტოს ჩითილი უკუღმა ჩარგე. მორჩილმა გაიფიქრა, - სიბერისგან რას ამბობს თვითონაც არ იცისო და ჩითილი წაღმა ჩარგო. ნერგმა არ გაიხარა. ამის გამო ბერმა უთხრა: აი, ეს არის ურჩობის ნაყოფიო. მორჩილმა გულისხმაჰყო და პატიება სთხოვა. წავიდა და ჩითილი უკუღმა ჩარგო. გაიხარა ნერგმა. აი, ეს უკვე მორჩილების ნაყოფია, - მიუგო ბერმა მორჩილს. მორჩილებაში ყოფნა აღემატება წირვაზე დასწრებას, მაშინაც კი, თუ მონაზონს სურს, რომ წირვას დაესწროს, ამ დროს კი მონასტრის იღუმენიამ რაიმე საქმე დაავალა.
 
თემატური კითხვები
0