წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო

ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლის კაცსა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა. ყოველი მწუხარება და ტირილი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, არის ბუნებითი, უნებრივი გრძნობა. მწუხარება და ტირილი ჩემდა უცნობელად და უნებრივად უნდა მქონდეს მე გულში; გარნა, უკეთუ მე წინათვე მოვამზადებ თავსა ჩემსა მწუხარებისა და ტირილისათვის, უკეთუ მე ვეტყვი ჩემს თავს: აქ და ამ დროს მე უნდა ვიტირო და ცრემლები ვღვარო, რასაკვირველია, რომ ეს არის ფარისევლობა და ვინც ამას ხშირად იქმს, იგი სხვათაცა შინა საქმეთა მიეჩვევა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა.
 
0